გოგი მეშველიანი – „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო”

0

406_48347_848265_10991601_832886970135714_1518798617167551740_o_650ბოლნისის მუნიციალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მთავრობის მეთაურთან დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. მთავრობის მეთაურთან საკმაოდ ღია საუბარი შედგა რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროექტსა და სამომავლო გეგმებზე. რაც მთავარია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღგვითქვა, რომ ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილის კანალიზაციის მშენებლობას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უახლოეს მომავალში განვახორციელებთ”, – განაცხადა მეშველიანმა.

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რაიონების გამგებლებთან და რუსთავის მერთან დღევანდელ შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შესახებ და მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებს ახალი სამთავრობო პროექტის -„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” დეტალები გააცნო და მიმართა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვითარდეს წარმოება, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რეგიონი გაძლიერდეს.
სამუშაო შეხვედრები რაიონების გამგებლებსა და მერებთან გაიმართება ყველა რეგიონში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.


Share.

Leave A Reply