ბოლნისმა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს „ცოცხალი წიგნები“ უმასპინძლა

0

11036593_1595350457374725_5063890926678251711_nბიბლიოთეკის კვირეული დაიწყო. კვირეულის პირველ დღეს ბოლნისმა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს „ცოცხალი წიგნები“ უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერში სხვადასხვა თაობა მწერლებთან შესახვედრად შეიკრიბა. პროექტის კურატორი მარიამ წიკლაური და თანამედროვე ქართველი მწერლები: ბათუ დანელია, მანანა დუმბაძე, გია არგანაშვილი, ნინო ქადაგიძე და თამარ ფხაკაძე ბოლნისელ მკითხველს შეხვდნენ და საკუთარი შემოქმედება გააცნეს. სტუმრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა უმასპინძლა.


Share.

Comments are closed.