ბოლნისი თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენას უმასპინძლებს

0

1390577_614840335225748_848116828_nბოლნისის მუნიციპალიტეტი 23-26 აპრილს თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი,დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.

გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიცაზია; მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა და სახელმწიფო ატრიბუტიკა.

გამოფენა ბოლნისის კულტურის სახლში 23 აპრილს, 11 საათზე გაიხსნება და სამ დღეს გასტანს.

Share.

Comments are closed.