ბოლნისის ხუთი ანსამბლიდან ხუთივემ საპრიზო ადგილი დაიმსახურა

0

11082181_660360550760230_3369586026938387089_oბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსის ფინალში ბოლნისიდან ხუთი ანსამბლი გადავიდა და ხუთივემ საპრიზო ადგილი აიღო. საფინალო შედეგები ასე გამოიყურება:

№1 საჯარო სკოლის აკადემიური გუნდი _ II ადგილი;

იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის ფოლკლორული ანსამბლი _ I ადგილი;

№5 საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი _ III ადგილი;

კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“ _ III ადგილი;

სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი _III ადგილი.

„მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. სიმართლე გითხრათ ვოცნებობდი, რომ ერთ ანსამბლს მაინც მიეღო საპრიზო ადგილი, თუმცა ხუთი ანსამბლიდან ხელცარიელი არცერთი  დაბრუნდა. ჩვენ ისედაც გამარჯვებულები ვიყავით იქიდან გამომდინარე, რომ ფინალში ხუთი გუნდი გადავიდა, ამხელა შემადგენლობით არცერთი მუნიციპალიტეტი არ გადასულა ფინალში, მიღებული შედეგები კი ძალიან სასიხარულოა თითოეული ჩვენგანისთვის. ჟიურის შეფასების მიხედვით,  სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის ბევრი საპრიზო ადგილი დასახელდა. ასევე დასკვნით ტურში გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, გრანპრისა და ოქროს მედლის მფლობელები“, – განუცხადა BOLNISI.GE-ს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ საგუნდო კონკურსის ქვემო ქართლის შესარჩევ ტურს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საკმაოდ მაღალ დონეზე უმასპინძლა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა დასკვნითი ტურის მასპინძელი კვლავ ბოლნისი გახდეს.

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზატორობითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა, განვითარება და საშემსრულებლო დონის ამაღლება.


Share.

Leave A Reply