ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა მოეწყო

0

11136910_767856529995758_550346573_nბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის   საგანმანათლებლო სახის შეხვედრა მესამედ ჩატარდა. შეხვედრაზე მამა ილიამ ვეფხისტყაოსნის ქრისტიანულ არსზე ისაუბრა. თემის ირგვლივ მოეწყო დისკუსია. როგორც მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მსგავსი სახის საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებს  სისტემატური სახე მიეცემა.

„მიხარია, რომ დღეს კვლავ მომიწვიეს ბოლნისის ბიბლიოთეკაში. თემა, რომელზეც  ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული არსი – ეს თემა ფაქტიურად სამი საუკუნეა მეცნიერული განხილვის საგანია, რომელიც ერთგვარად პრობლემურიც არის და სადავოც. მთლიანობაში ძალიან საინტერესოა, ამიტომ მასზე უნდა იმსჯელონ როგორც მოსწავლემ და მასწავლებელმა, ასევე სასულიერო პირებმაც და ლიტერატორებმაც. ყველა უნდა ეცადოს ჩასწვდეს მის არსს. ვეფხისტყაოსანი ეს არის დიდი სულიერი საგანძური, სულიერი საზრდო ადამიანისთვის,  მასში ქრისტიანული ასპექტების  დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების  განვითარებისთვის.“, _აღნიშნა მამა ილიამ.


Share.

Comments are closed.