ქალაქ თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ გამართულ თბილისის ღია პირველობაზე მკლავჭიდში, ბოლნისელმა სპორტსმენმა ვახტანგ ლაბაძემ 80 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. მარცხენა მკლავში – I, ხოლო მარჯვენაში III საპრიზო ადგილი დაიკავა.
„29 აპრილს გაიმართა ღია პირველობა მკლავჭიდში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. ბოლნისიდან 18 წლამდე ასაკში ვახტანგ ლაბაძემ იასპარეზა და ღირსეულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან ირაკლი მახაშვილმა.