ახალგაზრდულმა საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია

0

11199031_782027855245292_1377625434_nბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015“ ფარგლებში,  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 29 ახალგაზრდა შეიკრიბა და ფარული კენჭისყრის შედეგად ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩა.

ტესტირების შედეგად შერჩეული, მაღალი აკადემიური მოსწრების, ენერგიული და მოტივირებული 29 მოსწავლიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილი სამმა წევრმა გამოთქვა. თერთმეტი ხმით ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე №5 საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ტაბაღუა გახდა. ტაბაღუამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ჩაატარებს გამოკითხვებს, რის შედეგადაც გამოვლინდება თემის პრობლემები და შეეცდება მათ მოგვარებას.

12 ხმით ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბელა უგრეხელიძე გახდა. ასევე მოხდა საკრებულოს თემატური კომისიების ჩამოყალიბება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა, რომელსაც პროექტის ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორი დავით ვარდიაშვილი უძღვებოდა.

„პროექტის მიზანია გამოკვეთოს ენერგიული ახალგაზრდები, წარჩინებული ბავშვები, ამაღლდეს ცნობიერება და საქართველოს მასშტაბით მოხდეს მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდების გაერთიანება“,- განაცხადა ვარდიაშვილმა.

პროექტი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მასში ჩართული ახალგაზრდები     გაეცნობიან საკრებულოს საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს თვითმმართველობის შესახებ.


Share.

Comments are closed.