„აქ ყველა ნიუანსი ჩემია, მოსწონს ხალხს და ეს დიდ სტიმულს მაძლევს“

0

11160290_774852975962780_1844269461_n„აქ ყველა ნიუანსი ჩემია, მოსწონს ხალხს და ეს დიდ სტიმულს მაძლევს“, – აღნიშნა პროფესიით ლანდშაფტის დიზაინერმა და მხატვარმა მარინა ღორთლიშვილმა, რომელმაც გასულ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროექტი წარუდგინა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი და ყინვაგამძლე ყვავილებით გალამაზება შესთავაზა.

გამწვანების სამსახურმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის გარე პერიმეტრზე სხვადასხვა დეკორატიულ ბუჩქებს შორის, ულამაზესი და მარად მოყვავილე პრიმულები დარგო. სამომავლოდ გამწვანების სამსახური არა ერთი სკვერისა და ბაღის გალამაზებას და გამწვანებას აპირებს.

„გავიგე, რომ მუნიციპალიტეტში გამწვანების სამსახური იქმნებოდა, მე როგორც ლანდშაფტის დიზაინერმა პროექტი მოვამზადე და გამგებელს წარვუდგინე. როდესაც გამწვანების სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო გამომიძახეს და სპეციალისტად დამნიშნეს. ეს არის ჩემი სამყარო, მიყვარს ჩემი საქმე და მის გარეშე არ შემიძლია“, _განაცხადა bolnisi.ge-თან მარინა ღორთლიშვილმა.

11119182_774853085962769_1240846545_n (1)

 

11145931_774853435962734_658121846_n 11160287_774853249296086_1172135320_n 11165958_774853512629393_606172136_n


Share.

Leave A Reply