„ალბათ, პრეზიდენტს სიმართლის მოსმენა არ უნდა, უკვე გასაგებია ყველაფერი, რომ მას ჩვენთან შეხვედრა არ სურს“

0

cms-image-000022111კომპანის წარმომადგენლებმა ავლაბრის რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, შეხვდებოდათ თუ არა მათ გიორგი მარგველაშვილი.

„ჩვენ ვეცადეთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ სიმართლე გვეთქვა. საათზე მეტხანს ველოდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ გვხვდება. ალბათ, მას სიმართლის მოსმენა არ უნდა. უკვე გასაგებია ყველაფერი, რომ მას ჩვენთან შეხვედრა არ სურს. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის არასამთავრობოების, „ნაციონალების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პრეზიდენტი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ ჩვენს სამუშაოს მივხედავთ, აქ ჩვენს ყოფნას აზრი აღარ აქვს. ახლა წავალთ და ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ საკონფერენციო დარბაზი გამოგვიყონ, რათა ჩვენი, მშრომელი ხალხის აზრი დავაფიქსიროთ“, – განაცხადა RMG-ის თანამშრომელმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

კომპანია RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან  12:00 საათისთვის შეიკრიბნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა იყო. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და მას საყდრის-ყაჩაღიანთან განვითარებული მოვლენების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

RMG-ის თანამშრომლები ამის გამო ითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომ საკუთარი ინფორმაციაც მიეწოდებინათ. მათთან შესახვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესო აბაშიძე და პრესამსახურის წარმომადგენელი მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში. მათ RMG-ის თანამშრომლებისგან მოთხოვნები მოისმინეს.


Share.

Comments are closed.