წლების მანძილზე უმოქმედო საპირფარეშოებმა ფუნქციონირება დაიწყო

0

11028294_660760170720027_406459044_oსაზოგადოებრივი საპირფარეშო ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში უნდა არსებობდეს, მითუმეტეს ისეთ ადგილებში, სადაც ხორციელდება ტურისტული მარშრუტები.

ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე ორი საზოგადოებრივი ტუალეტია, ერთი მათგანი, რომელიც გეოლოგების დასახლებაში მდებარეობს, წლების განმავლობაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე იყო და არ ფუნქციონირებდა, მეორე კი ქალაქის ცენტრში დგას, რომელიც 2002 წელს აშენდა, ლენტის გაჭრითაც გაიხსნა და  2006 წელს  ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ამ შენობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვინაიდან მას ჰყავდა მომვლელი.  დღეს ორივე საზოგადოებრივი საპირფარეშო მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და   ფუნქციონირება დაიწყო.

„ქალაქში არსებულმა საზოგადოებრივმა საპირფარეშოებმა ფუნქციონირება დაიწყო. შენობებში მოწესრიგებულია  ინფრასტრუქტურა, ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოში ვიღაცამ ჩაამტვრია შენობის სამივე კარი, ვინაიდან მოსახლეობა თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ ადგილზე საპირფარეშოს აშენების, პროტესტი ასე გამოხატეს. მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შევატყობინეთ, რაზეც უნდა მოხდეს რეაგირება“, _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების განყოფილების უფროსმა ლევან მდივანმა.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურს დაევალა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე იქნა  გატანილი და დეპუტატების მხრიდან მოწონებული.


Share.

Leave A Reply