წვიმა და სისხლი ეროსი მანჯგალაძეზე

0

11043205_934158446594953_1623956994272945669_oბოლნისის “სიონმა” მე-18 ტურის შეხვედრა სამტრედის “სამტრედიას”  წინააღმდეგ გამართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ლადო ბურდულის შეგირდები 3:1 დამარცხდნენ. ცუდი ამინდის მიუხედავად, თამაში სანახაობრივი გამოდგა. ბოლნისელებს, “დინამოსთან” მატჩში (2:1) მიღებული დისკვალიფიკაციის გამო, ალექსანდრე გურეშიძე და დაჩი ცნობილაძე აკლდნენ, მათი არ ყოფნა ძალიან იგრძნობოდა. ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა გიორგი მიქაბერიძემაც, ამიტომ დღევანდელ თამაშს ისიც დააკლდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ბოლნისელებმა  რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ  მიზანს ვერ უწიეს. სამაგიეროდ, მასპინძლებმა შეძლეს ჩვენი კარის აღება. სამტრედიელები 40-ე წუთზე დაწინაურდნენ.  მარჯვენა ფრთაზე, მსაჯმა, ჩათვალა, რომ საჯაიამ წესების დარღვევით ითამაშა. სტანდარტულიდან ჩაწოდებული ბურთი, გამოცდილმა ხიზანიშვილმა კარში თავით გადაგზავნა – 1:0. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშთ დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის წუთებშივე ბურდულმა ცვლილებებს მიმართა. ლადო ბურდულმა გოგობერიშვილის ნაცვლად, მოედანზე ბრაზილიელ ფეხბურთელს უხმო, ხოლო უგულავა ქებურიათი შეცვალა.

მეორე ტაიმის განახლებიდან სამ წუთში გეწაძემ გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ უხეშმა თამაშმა მას შემდეგ იმატა, რაც ბურთზე კონტროლი მოიპოვა.  გიორგი ჭანკოტაძის წინააღმდეგ, საჯარიმოში, ძალიან უხეშად ლევან კაკუბავამ ითამაშა, რის გამოც ჭანკოტაძე შესაცვლელი შეიქმნა, ფეხბურთელს წვივის ზედა ნაწილში ძლიერი დაზიანება აღენიშნება, თუმცა მატჩის მთაავრმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

წყარო: fcsionibolnisi.com


Share.

Leave A Reply