ძიუდოს გრან პრის გათამაშებაში ბოლნისელი სპორტსმენი იასპარეზებს

0

1375uniIncთბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ძიუდოს გრან პრის გათამაშება, რომელიც 20-22 მარტს  გაიმართება.

ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი მიიღებს. შეჯიბრებაზე საქართველო 29 სპორტსმენით წარსდგება – 28 ვაჟი და ერთი გოგონა. ქართველ სპორტსმენებს შორისაა ბოლნისელი ფრიდონ გიგანი, რომელიც 73 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, რამდენიმე გრამპრის მფლობელი ფრიდონ გიგანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია.


Share.

Leave A Reply