ჩემპიონთან ფინალში გასასვლელად

0
1503365_346296222239130_8884901585747318776_nბოლნისის “ყოჩები” “თამაზ სტეფანიაზე” ხვალ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” უმასპინძლებს და მისი დამარცხებით რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველ-მეორე ადგილის დაბევებას ეცდება, რაც ჩვენს გუნდს საჩემპიონო პლეი ოფში მეტოქეებზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს.
ესაა მე-16 ტურის ცენტრალური თამაში, რადგან ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები ეთამაშებიან. მოცემული მომენტისთვის “ყოჩები” კონკურენტს 9 ქულით უსწრებს, რაც მცირე ფორა სულაც არაა, მაგრამ ბოლოსწინა ტურში ჩვენს გუნდს კიდევ ერთ მდევარ “ბათუმთან” 360 კილომეტრში უწევს სტუმრობა და ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია უახლოესი თამაშის მოგება. გარდა ამისა, 2015 წელს ბოლნისში ეს პირველი თამაში იქნება და რეგულარული პირველობის პირველ ადგილზე დაბევებაც საკუთარი გულშემატკივარის წინაშე ორმაგად სასიამოვნო იქნება.
მეტოქე ანგარიშგასაწევია. გარდა იმისა, რომ ის მოქმედი ჩემპიონია, 2015 წელს ჯერ თამაში არ წაუგია და კარგ ფორმაშია. გასულ ტურში ის “აიასთან” 55-ე წუთისთვის 0:13 აგებდა, მაგრამ სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება და საბოლოოდ 20:13 გამარჯვება მოახერხა. მაგრამ “ყოჩებს” მეტოქე კარგად ყავს შესწავლილი და მიუხედავად იმისა, რომ ის 2014 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ბოლნისელებთან ორივე მატჩში დამარცხდა, პირველ წრეში კი, “ყოჩებმა” მას 21:12 აჯობა.
ჩვენი გუნდი მომავალ თამაშს რამდენიმე მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება, რაც ტრავმების შედეგია. “ლელო-სარასენსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე ირაკლი გეგენავა, მაგრამ ბოლნისში “ყოჩები” ნებისმიერ გუნდთან ფავორიტია და მაყურებელიც 15 საათიდან საინტერესო ჯახის მხილველი გახდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
XVI ტური
7 მარტი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ჯიქები (გორი) – ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – არმია (თბილისი)
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 15:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) – ლელო-სარასენსი (თბილისი) 
ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ალექსი ხუციშვილი, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10 თემო სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. თემურ ჯინჭარაძე, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი, 6. ბექა გუგეშაშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. ირაკლი სვანიძე, 17. გიორგი ცუცქირიძე, 18. გიორგი ჯაშიტაშვლი, 19. რატი ურუშაძე, 20 ჯაბა კიკვიძე, 21. ნიკო აფციაური, 22. გიორგი გაბუნია, 23. გიორგი მელაძე.
8 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
არმაზი (თბილისი) – თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი
აია (ქუთაისი) – ბათუმი (ბათუმი)
1. ყოჩები 15 12 1 2 343:202 53
2. ლელო-სარასენსი 15 9 3 3 293:202 44
3. ბათუმი 15 9 1 5 303:218 44
4. აია 15 8 0 7 299:232 39
5. ლოკომოტივი 15 7 1 7 276:234 38
6. ხარები 15 7 2 6 299:216 37
7. ჯიქები 15 6 2 7 213:219 30
8. არმაზი 15 6 1 8 238:292 28
9. არმია  15 4 1 10 190:334 21
10. თიბიეს უნივერსიტეტი 15 1 0 14 181:486 7
ავტორი: ზურაბ ქსოვრელი

Share.

Comments are closed.