ქალაქ ბოლნისიდან სიონის ტაძრისკენ მიმავალი ცხრა კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო

0

10994429_910001695727617_3628373953794110487_oთებერვლის დასაწყისში სიონის ტაძრისკენ მიმავალ სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ცხრა კილომეტრიან მონაკვეთზე მოიხსნა ძველი საფარი, რომელიც დამუშავების შემდგომ ხელახალ მასალად იქნება  გამოყენებული. მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია იწმინდება ეკალ-ბარდებისგან. ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბელბაუ’’გრუნტის სამუშაოებსაც განახორციელებს, რის შემდგომაც დაიგება ასფალტის საფარი.

ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა.

,,დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები ქალაქ ბოლნისიდან  სოფელ ბოლნისის მიმართულებით. ცხრა კილომეტრი და 33 მეტრი მონაკვეთის გზის საფარი იცვლება მთლიანად, სწორედ ამ გზაზე მდებარეობს უძველესი სიონის საკათედრო ტაძარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს გზაც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”, -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

ოთხმილიონიანი პროექტით გაწერილი სამუშაოები წელიწად-ნახევარში დასრულდება.

 


Share.

Leave A Reply