,,უნისონის“ წარმომადგენლებმა ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

0

11034883_1612825998930434_1426482183_oდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფერმერებს სადაზღვევო კომპანია ,,უნისონის“ წარმომადგენლებმა  აგროდაზღვევის  პირობები გააცნეს და ისაუბრეს დაზღვევის დადებით მხარეებზე.  აღნიშნული პროგრამა  სახელმწიფოს  თანადაფინანსებით უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს  შემდეგი სადაზღვევო რისკების დაფარვას: სეტყვა, ყინვა, ქარიშხალი, წყალდიდობა და ჭარბი ნალექი. აგროდაზღვევის პროგრამაში  ექვსი სადაზღვევო კომპანიაა ჩართული.

,,ჩვენი  შეხვედრების მიზანია თითოეულ ფერმერთან, თითოეულ გლეხთან მივიტანოთ   აგროდაზღვევის ყოველი დეტალი, რამეთუ მასში რეალურად  ჩადებულია   მათთვის სასარგებლო პირობები.    დაზღვევის შედეგად  ფერმერი თავიდან აიცილებს სტიქიით მიღებულ საშემოდგომო ზარალს. გვინდა რაც შეიძლება მეტი  გლეხი  დაეზღვიოს და ზოგადად  საქართველოში დაინერგოს დაზღვევის კულტურა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს მარცვლეულის, ვაზის, ბოსტნეულის და ა.შ.  37-მდე  სახეობის კულტურის დაზღვევას,“- განაცხადა სადაზღვევო კომპანია ,,უნისონის’’ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი სამთელაშვილმა.


Share.

Leave A Reply