უკანასკნელი ჩანაწერები – მეუფე თადეოზის აუდიო დისკის წარდგინება

0

10987426_827946263944271_4739669906182084776_n4 მარტს, 19.00 საათზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი, პირველი სართული) გაიმართება მეუფე თადეოზის აუდიო დისკის წარდგინება, რომელიც მეუფემ გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე ჩაწერა სტუდიაში.

დისკში მოისმენთ მეუფის ლექსებს და კომენტარებს, რომელსაც თავად აკეთებს მის მიერვე წაკითხულ ლექსებზე. დისკი უნიკალურია, რადგან არის უკანასკნელი აუდიო ჩანაწერი მეუფე თადეოზის, რომელიც სტუდიურად დამუშავდა.

პროექტის ავტორია ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი” (მარინა ხარხელაური, გიორგი ფარეშიშვილი) ხმის რეჟისორი მიხეილ კოჩაძე.

საღამოზე საშუალება გექნებათ მოუსმინოთ მეუფის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ცნობილ პოეტებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც გაიხსენებენ მეუფეს.

საღამოზე ასევე შესრულდება მეუფის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

მსურველებს შეეძლებათ აუდიო დისკის შეძენა, რომელიც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და შეზღუდული ტირაჟით გამოიცა.
შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ღონისძიებებს მეუფის სულის მოსახსენებლად.
პროექტის მხარდამჭერები არიან: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი CDD; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ასევე სტუდია “ბუ” და სტუდია “გუთანი”.
დასწრება თავისუფალია.


Share.

Leave A Reply