სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინა

0

20712_825105954191968_8184083125880845531_nსოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიური პროგრამის ფარგლებში აიღო ხორცის ნიმუშები თბილისის და დასავლეთ საქართველოს ბაგა-ბაღების კვების ბლოკებიდან, მწარმოებელი და რეალიზატორი ბიზნესოპერატორებიდან.

ხორცის და ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად, ბათუმის მე-15 და მე-19 საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი.

თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების ნიმუშებში – გაყინული ხინკალი (ი.მ. „ავთანდილ ტარიელიძე”, შპს „ნიქეთი”, შპს „მეგა”, შპს „გაამოთ”), ქაბაბი (შპს „ქართული პროდუქტი”, შპს „სოლო”) და ტოლმა („ნატურალ ფუდი”) ასევე აღმოჩენილ იქნა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი.

სამტერიის მე-9 საბავშვო ბაღიდან ამოღებულ ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.

სააგენტოს დავალებით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სრულად გაიწვია აღნიშნული ხორცის პარტია. მის განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ასევე დღეს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციულ კავშირთან” თანამშრომლობის შედეგად თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ე. წ. საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე გამოვლენილია საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო, რომელიც ეკუთვნის ი.მ „მალხაზ ბუხნიკაშვილს”. საამქროში ხდებოდა საქონლის თავების გადამუშავება და ამ პროდუქციის გამოყენება გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს ყურადღება ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენის და მომზადების პროცესში. შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის ეტიკეტს და ვარგისიანობის ვადას, ასევე მოგიწოდებთ, რომ ხორცი არ შეიძინოთ არაორგანიზებულ რეალიზაციის პუნქტებში (კერძოდ გარევაჭრობის, არასათანადოდ მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში). დამატებით რეკომენდებულია ნახევარფაბრიკატების მომზადების პროცესში მოხდეს მათი სათანადოდ თერმული დამუშავება.

მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის, ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების თითოეულ წევრთან. სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (291 91 68), რომელზეც მიიღება ინფორმაცია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, შეტყობინება დატოვოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე https://www.

facebook

.com/National.Food.Agency ან გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე info@nfa.gov.ge


Share.

Leave A Reply