სოფლის კრებების ბოლო ოქმები წიფორში, ჭრეშში, ხახალაჯვარში და დარბაზში შედგა

0

11071986_10153166812148007_307668514_oტალავერის თემის პარალელურად სოფლის კრების მორიგი ოქმი დღეს წიფორში, ჭრეშში, ხახალაჯვარში და დარბაზში შედგა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად პასუხისმგებელი პირები სოფელ წიფორის მოსახლეობას ყოფილი კლუბის შენობის ეზოში შეხვდნენ. გასულ წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ყოფილი კლუბის ძველ შენობას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და მიუშენდა სამზარეულო სარიტუალო მომსახურებისთვის,  მოსახლეობა შენობის ბოლომდე დასრულებას მოითხოვს.

ამინდის გაუარესების მიუხედავად, ჭრეშში მოსახლეობა სოფლის ცენტრში, წყაროსთან შეიკრიბა და პროგრამით გათვალისწინებული  5000 ლარით სარიტუალო მომსახურებისთვის რკინის კონსტრუქცია მოითხოვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ხახალაჯვარში გარე განათების ხაზოვანი ნაგებობის დაპროექტება მოხდა და განათდა სოფლის ნაწილი, ხოლო წლევანდელი ბიუჯეტით ადგილობრივები სოფლის მთლიანად განათებას მოითხოვენ.

შემდეგი კრების ოქმი დარბაზში შედგა. საჩაიეში შეკრებილი მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემას სასმელი წყალი და გზა წარმოადგენდა.  სასმელი წყლის შიდა დაქსელვა დაზიანებულია და სოფლის  ნაწილს წყალი არ მიეწოდება.


Share.

Leave A Reply