სოფელ დისველში მგლები გამოჩნდნენ

0

11075828_763545463760198_2100161904_nხრამის ხეობის მოსახლეობას ნადირმა პრობლემა შეუქმნა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირდა მსხვილფეხა საქონელზე თავდასხმის ფაქტები, რამაც ათამდე ოჯახს დიდი ზიანი მიაყენა. 20 მარტის შემდეგ  შინაური პირუტყვის დაგლეჯვის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

„სოფლის ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა, წელს კი პრობლემა შეგვექმნა, მგელი შეეჩვია საქონელს.  აღარც მოსახლეობას ერიდება, საღამოს გარეთ გამოსვლის გვეშინია. დახმარებას ვითხოთ, რადგან კანონით დაუშვებელია ჩვენი ძალებით გავანადგუროთ ნადირი, მაშინ გარემოს დაცვის სამიკნისტრომ გამოყოს მონადირეების სპეციალური ჯგუფი, რომ დახოცონ მგლები. ზარალს აღარავინ აგვინაზღაურებს, მაგრამ როდემე შეიძლება შეჭამოს ნადირმა საქონელი“, _აცხადებენ დისველის მცხოვრებლები.

სოფელ დისველის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა  რეაგირებისთვის მოხსენებითი ბარათით  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების მოქმედი დებულების თანახმად, გარეული ცხოველის მოკვლა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, „როდესაც ნადირი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია. თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას“ _ნათქვამია სამინისტროს დებულებაში.


Share.

Leave A Reply