უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის „სიონი”, რუსთავში, „მეტალურგს” დაუპირისპირდა. „ფოლადის” სტადიონზე ბოლნისელებმა მასპინძლები დაამარცხეს.
პირველ ტაიმში მასპინძელთა მიერ მოპოვებული უპირატესობა, მეორე ნახევარში დათა სიჭინავამ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი რუსთაველთა კარში ჯაბა უგულავამ გაიტანა. შეხვედრა ლადო ბურდულის გუნდის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.