საქართველოში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის რეგისტრაცია-ინვენტარიზაცია იწყება

0

11046603_909475932446860_6804129719311343092_o,,სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი“ რამდენიმე დღეში საქართველოში არსებული გერმანული კულტურის მატერიალური არამოძრავი ძეგლების რეგისტრაცია-ინვენტარიზაციას დაიწყებს. პროექტის განხორციელებაზე ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამოაცხადა.

დღეს გოეთეს ინსტიტუტში პროექტის საჯარო პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც გერმანიის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ,,სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ თავმჯდომარე ოლივერ რაიზნერი, შვაბების შთამომავლები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მხარეებმა პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას სამომავლო გეგემები გააცნეს. მათი განცხადებით, ინვენტარიზაციის პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას, რაც არამატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და რესტავრაციას გულისხობს.
დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას ქალაქ ბოლნისსა და სოფელ ასურეთში შემორჩენილი გერმანული კულტურის ამსახველი ფოტომასალის ხილვის საშუალებაც მიეცა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ,,სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს“ შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 5 მარტს გაფორმდება, რის შემდეგაც საქართველოში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის რეგისტრაცია-ინვენტარიზაცია დაიწყება.

10629449_909474832446970_1663868613455011316_o 10988923_909475125780274_6113318698372894841_o 11001613_909475945780192_3971902859482966602_o


Share.

Leave A Reply