საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება

0

10923284_345040735693633_5894822162072745719_oU17 – ელიტრაუნდისკენ გერმანიის გავლით დღეს, გვიან ღამით, გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას გაივლის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები.
სლოვაკ თანატოლებთან გამართული ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა საწვრთნელი პროცესი კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გააგრძელა. დღეს დილით, 17-წლამდელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს და უკვე გასამგზავრებლად ემზადებიან.
როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიაში წასვლამდე, 17-წლამდე ნაკრები დასკვნით შეკრებას გერმანიაში გაივლის. დიუსელდორფში ჩასვლის შემდეგ, გუნდი დუისბურგში გაემგზავრება და სპორტკომპლექს „Sportschule Wedau“ – ში დაბინავდება. იქვე წარიმართება საწვრთნელი პროცესიც.
გოჩა ტყებუჩავას თან 20 ფეხბურთელი მიჰყავს. ჰოლანდიაში წასვლამდე კი, ორ მათგანს საქართველოში დაბრუნება მოუწევს. ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“), თორნიკე ჭურაძე („ზესტაფონი“)
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა „საბურთალო“), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ერეკლე მალაზონია („მერანი“, მარტვილი)
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“)
17-წლამდელები ჰოლანდიაში 10 მარტს ჩავლენ. 12 მარტიდან კი, ელიტრაუნდის შეხვედრები დაიწყება.

 


Share.

Leave A Reply