სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა საგაზაფხულო ღონისძიება გამართეს

0

11040291_762471737200904_919502832_nიოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის ზეიმი გამართეს. გაზაფხული იებთან, ქალთან, დედასთან ასოცირდება, პატარებმა ულამაზესი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ამ ყოველივეს, მაგრამ დედას განსაკუთრებული ადგილი დაუთმეს. თითოეულის თვალებში ადვილად ამოიკითხავდი იმ დიდ სიყვარულს, რაც მათ ბავშვურ გულს დედასთან აკავშირებს. დედა მათვის სიყვარული, იმედი და ცხოვრების ის ნავსაყუდელია, რომელსაც უკვდავების წყარო უპოვია და თითოეულის გულში წმინდა სანთლად დაუნთია. დედისადმი მიძღვნილ ულამაზეს ზეიმს სიმღერასთან, ლექსთან და ცეკვასთან ერთად არც ცრემლი აკლდა. ტიროდნენ დედები ბედნიერების ცრემლით, რაც უფრო მეტად ალამაზებდა ყოველივეს. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მამა პეტე კვარაცხელია და მამა კონსანტინე ესწრებოდნენ. მეუფემ პატარები დალოცა  და თითოეული მათგანი ტკბილეულით დაასაჩუქრა.


Share.

Leave A Reply