სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს

0

get_img2დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში ათობით წვევამდელი გამწვევი კომისიის წინაშე წარსდგა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს. სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია შესაბამის სამსახურში მითითებულ ვადაში გამოცხადდეს.

მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2 თებერვლიდან დაიწყო და  მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გასტანს.

შეგახსენებთ, რომ გაწვევა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე,  ამჟამად, სამხედრო-სავალდებულო სამსახური 15 თვითაა განსაზღვრული.


Share.

Leave A Reply