სამუსიკო სკოლაში გათბობის მონტაჟი დასრულდა

0

11039060_909956992398754_7259120564399237168_oშეშის ღუმელები და კვამლისგან გაშავებული ოთახები წარსულში დარჩა, ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში და ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში თანამედროვე ტიპის ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდა. აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის გავლა კომფორტულ და თბილ გარემოში მოუწევთ. პროექტის ფარგლებში მუსიკალურ სკოლასა და მთავარ ბიბლიოთეკაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შეიცვალა და მოეწყო სახანძრო სტენდი. გარდა ამისა, ბიბლიოთეკის მთავარი შესასვლელი ხის კარი ალუმინის პროფილიანი კარით შეიცვლება.

მუსიკალურ სკოლასა და მთავრ ბილიოთეკაში დასრულებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კონძაძესთან ერთად მოინახულა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

,,დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშოები. ობიექტი ჯერ ჩაბარებული არ არის, აჟამად ტესტირების რეჟიმშია ჩართული გათბობა. მუსიკალურ სკოლასა და მთავარ ბიბლიოთეკას დაუმონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა. შეიქმნა ის გარემო, რომელსაც ეს კოლექტივი დიდი ხანია იმსახურებდა. მართალია ახლა გაზაფხულის პირველი დღეებია, პროცედურების გამო ცოტა დაგვიანდა გათბობის მონტაჟი, მაგრამ მომავალ ზამთარს კოლექტივი შეხვდება აბსოლუტურად სხვა გარემოში და აქ მოსწავლე 100-მდე ბავშვი და 25 თანამშრომელი შედარებით კომფორტულ გარემოში გამოიზამთრებს”,- განახცადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

შეშის ღუმელების გამოყენებამ რომლითაც, მუისიკალური სკოლა წლების განმავლობაში სარგებლობდა მწყობრიდან გამოიყვანა ინსტრუმენტები.

,,ძალიან გვიჭირდა შეშის ღუმელებით ოთახების დათბობა, ღამით სიცივემ და დღე სითბომ დააზიანა ინსტრუმენტები, დაუწყდათ სიმები“,- გვიყვება მუსიკალური სკოლის მენეჯერი ლალი თანდარაშვილი და დიდ მადლობას უხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ჩატარებული სამუშაოებისთვის.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27140 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,გევამ” განახორციელა.

ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში 100 მოსწავლე გადის სასწავლო პროცესს.

10994231_909954772398976_7848116046559675547_o 11026131_909959199065200_8114641820746567430_o 11043364_909958652398588_5817600259329768491_o


Share.

Leave A Reply