როგორი ხორცით იკვებებიან ბავშვები ბოლნისის ბაღებში

0

10748551_1568449423368092_1816008400_nრამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღში სარკოცისტოზი გამოავლინა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი სარკოცისტოზი (სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
საბავშვო ბაღს ხორცით ამარაგებს კომპანია „ფუდსერვისი“. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან „ფუდსერვისის“ მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

BOLNISI.GE დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბოლნისის ბაღებში, რომელ კომპანიას შემოაქვს ხორცი და ხდება თუ არა კონტროლი მიღებულ პროდუქციაზე.

აღნიშნულ საკითხზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსს ლელა გოგმაჩაძეს ვესაუბრეთ.


Share.

Leave A Reply