რეგიონის ხელმძღვანელი პირები „მერსი ქორფსის”’ წარმომადგენლებს შეხვდნენ

0

10497513_1621285521428035_7176151491389605031_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მოადგილეებთან, ქალაქის მერთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის”’ ქვემო ქართლის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე პირუტყვის დაავადებების კონრტოლისა და კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონული კოორდინაციისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ „პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების მუნიციპალური სისტემა“ უკვე აპრობირებულია ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ – დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების (სამინისტროების) ეფექტიან და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
შეხვედრაზე „მერსი ქორფსის“’ წარმომადგენლებმა, მაია მოსიაშვილმა და ნატა სისვაძემ რეგიონის პირველ პირებთან გენდერული თანასწორობის საკითხებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობის აუცილებლობაზე.
პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი:

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის „მერსი ქორფსთან“, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფები, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი ექნებათ ერთმანეთთან. მათი საქმიანობა ხელს შეუწყობს პირუტყვის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და კატასტროფების რისკის შემცირებას, რაც ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესზე დადებითად აისახება“.


Share.

Leave A Reply