სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუნერნატორი პაატა ხიზანაშვილი მოადგილეებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა ქალაქის მერს დავით ჯიქიას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლებს. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ქვემო ქართლის მასშტაბით მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლოდ განსახორციელებელი კონკრეტული გეგმები განიხილეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი: „განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმდინარეობაზე მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ, მცირე ხარვეზები მაინც არის. გუბერნიის ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით; ისინი ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ მუნიციპალიტეტებს, რათა აღნიშული პროექტები მოკლე დროში ეფექტიანად განხორციელდეს“.
პაატა ხიზანაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
0
Share.