მხარის ადმინისტრაციაში სატყეო-სამეურნეო საკითხებზე იმსჯელეს

0

10633547_1629021327321121_1716547366583782935_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე სააგენტოს უფროსი ლევან ტაბატაძე რეგიონის პირველ პირს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რეგიონში დაგეგმილი სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანის საკითხებზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა სამუშაო რეჟიმში განიხილეს ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში მერქნული რესურსის ათვისებისა და ტყეკაფებზე არსებული ნაშთების მონაცემები. ასევე, იმსჯელეს მომავალი ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობისთვის შეშით უზრუნველყოფის საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მუკნიაშვილი, სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ქვემო ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის უფროსი კობა ხუბაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა „საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად, სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი პირველი ხარისხის მერქნის მოთხოვნის ვადებში (2015 წლის 1 მაისი) წარმოდგენის საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო მეორე ხარისხის მერქნით (შეშით) მოსარგებლეთა სიების დაზუსტებას და სოციალურად დაუცველ პირებზე მერქნული რესურსის გადაცემის საკითხებს.


Share.

Leave A Reply