მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

0

11050732_914600145267772_8369920748293590534_nბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სოფლის კრებები მიმდინარეობს. პასუხისმგებელი პირები 2015 წელს სოფლის პროგრმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გამოსავლენად ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და მათ მოთხოვნებს ადგილზე ეცნობიან.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე დავით შერაზადიშვილი ფრაქცია,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძესთან ერთად სოფლებს: ცურტავს, ფარიზს, მწყნეთს, ბერთაკარს, იწრიას, სენებსა და დაბა თამარისს ესტუმრა. შეხვედრა ასევე გაიმართა სოფელ ტანძიაშიც, სადაც ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად ადგილობრივები რიტუალების შენობაში შეიკრიბნენ. მთავრობის მიერ წელს გამოყოფილი თანხით სოფელ ტანძიის მაცხოვრებლებს არსებული რიტუალების ინვენტარიზაცია და სოფლის ზედა ნაწილში მდებარე რიტუალების სახლის დასრულება სურთ. აღნიშნული შენობა სახურავში მოყვანილია და შიდა სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.
სოფელ ტანძიის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სხვა პრობლემებიც გააცნეს. სოფლის შიდა გზების, გარე განათებისა, კანალიზაციის საკითხების მოგვარებას ტანძიელები წლებია ითხოვენ.
გამგებლის პირველმა მოადგილემ მათი მოსაზრებები ჩაინიშნა და საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ტანძიაში სკოლისა და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიებიც მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში მარადმწვანე ნარგავების განაშენიანება იგეგმება.

Share.

Leave A Reply