მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

0

11046066_824035231019221_71538618_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად დაიწყო გასვლითი ღონისძიებები. დღეს ისინი მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: ზემო არქევანის, ქვემო არქევანის, ხატავეთისა და მამხუტის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ყველა სოფელს ეწვევა და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.


Share.

Comments are closed.