მრავალფეროვნების სკოლა 18-24 წლამდე ახალგაზრდებს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
პროგრამა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს ახალგაზრდა აქტივისტებს და მათ, ვისაც სურს, გახდეს აქტივისტი.
თუ ხარ 18-დან 24 წლამდე, გინდა, რომ იყო აქტიური, გაინტერესებს მრავალფეროვნების საკითხები და სამოქალაქო აქტივიზმი, მაშინ გაქვს შესაძლებლობა, მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი პროექტი, განივითარო უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში, გაიგო მეტი მრავალფეროვნების საკითხებზე, შეხვდე თანამოაზრეებს.
პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 6 აპრილამდე უნდა გააკეთონ.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.diversityschool.net/ge/see-our-activities/call-for-applications/