მრავალი წლის მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი შენობა ხელოვნების სივრცედ გადაიქცევა

0

11037879_898243946863674_3873765813117023436_nბოლნისის ცენტრში მდებარე ყოფილ კაფე-ბარ ,,ორბი’’-ს შენობაში რამდენიმე დღეა ე.წ შაბათობა ეწყობა.

რეგიონული კინოს ასოციაციის წევრები თორნიკე ადამაშვილის ხელმძღვანელობით მრავალი წლის მანძილზე უფუნქციოდ  დარჩენილ შენობას ასუფთავებენ. მოხალისეთა ჯგუფს ბოლნისის №1 და სოფელ ტალავერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მათ ზედმეტი ნარჩენებისგან გაწმინდეს შუშის კონსტრუქცია.

პროცესით დაინტერესდნენ ABANDONED (RE) CREATIONIS-ის წარმომადგენლები სლოვაკეთიდან. ანდრეი კალინიკმა და მარტინ ზაიჩეკიმ ადგილზე დაათვალიერეს და შეისწავლეს ნაგებობა. არქიტექტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ მონიტორინგს,სწავლობენ აუთვისებელი და საფრთხეში მყოფი სივრცეების მდგომარეობას.

შენობის დასუფთავება ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, გაზაფხულის ფორუმის ,,ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქის’’ ფარგლებში.

შენობა-ნაგებობა 1970-იან წლებში მაშინდელმა ხემძღვანელობამ იმ მიზნით ააშენა, რომ ქალაქს ლამაზი ნაგებობა  ჰქონოდა, სადაც ხელოვნების ნიმუშები იქნებოდა გამოფენილი. პოსტ საბჭოთა პერიოდში შუშის კონსტრუქცია ყველასთვის უცხო იყო, შენობას საინტერესო არქიტექტურა აქვს.  პირველი სართულის ლითონკონსტრუქცია შევსებულია მონოლითური ფილებით,  მეორე სართული კი მთლიანად მინისაა.

რეგიონული კინოს ასოციაცია დაინტერესდა და მუშაობს გრანტის მოძიებაზე, რომ შენობა ისევ ხელოვნების სივრცედ გადაიქცეს.


Share.

Leave A Reply