მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება პირველი აპრილიდან შეეძლებათ

0

tax-returns2როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, დეკლარაციის შევსება პირველი აპრილიდან დაიწყება და დაუბეგრავი მინიმუმი სამი თვის ვადაში ჩაირიცხება.

პირობები იგივე იქნება, რაც 2014 წელს იყო, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში და სისტემაში მთლიანად უნდა იყოს ნაჩვენები ის ხელფასი, რაც მას ერიცხება.

შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა იმ მოქალაქეებსა შეუძლიათ, რომლებსაც 2014 წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე აქვთ აღებული. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ ხელფასის ოდენობა 1800 ლარზე ნაკლებია, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმი 470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა და თანხის ოდენობა ჯამში 131 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

დეკლარაციის შევსება 1 აპრილიდან მოცემულ  ბმულზე შეგეძლებათ.


Share.

Leave A Reply