ლერი დადვანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

0

ჭიდსაობა, სამბო14-15 მარტს ქალაქ თბილისში სპორტდარბაზ „არენაში“ ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა „სამბოში“. აღნიშნულ ტურნირზე ბოლნისელი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ.

„90 კგ წონით კატეგორიაში გვასახელა ლერი დადვანმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და მოიპოვა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება“,_აღნიშნა მწვრთნელმა ლევან დადვანმა.

ძიუდოს მთავარი მწვრთნელის შერმადინ დადვანის თქმით ლერი დადვანი წარმატებულია, როგორც სამბოში, ისე ძიუდოში და ქართულ ჭიდაობაში.

„იყო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში და მოგებული აქვს იტალიის ტურნირი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მას აძლევს სტიპენდიას წარმატებული სპორტული მოღვაწეობისთვის“, _აღნიშნა ძიუდოს მთავარმა მწვრთნელმა.


Share.

Leave A Reply