ლადო ბურდული ტურის მწვრთნელად და ბოლნისელები ტურის სიმბოლურ ნაკრებში

0

214b1203627f9c37ee9f38f5bea74af6სპორტულმა გამოცემა „ლელომ”, ტრადიციულად ტური შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

17-ე ტურის მთავარ მწვრთნელად, ჩვენი გუნდის თავკაცი, ლადო ბურდული დასახელდა, რომლის შეგირდებმაც, კვირას, თბილისის “დინამო” მიხეილ მესხზე 2:1 დაამარცხეს და ლიდერობა დააკარგვინეს.

გარდა მთავარი მწვრთნელისა, “ლელოს” ვერსიით შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში “სიონის” პორტუგალიელი ლეგიონერი, ლუის ალბერტო, დაჩი ცნობილაძე და დათა სიჭინავა მოხვდნენ. ლუის ალბერტოსა და დაჩი ცნობილაძის ანგარიშზეა სწორედ “დინამოელთა” კარში გატანილი გოლები. დათა სიჭინავამ კი, მეორე გოლის ეპიზოდში, ერთგვარი ასისტენტობა გაუწია ცნობილაძეს. სწორედ ბოლნისელთა 10 ნომრის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოს დაუხვედრა თავი ცნობილაძემ და გუნდი წინ გაიყვანა.

წყარო: fcsionibolnisi.com


Share.

Leave A Reply