კინოთეატრის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო

0

11088131_1622994761246891_365115734_nქალაქ ბოლნისის კინოთეატრის სრული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო.

24 მარტს შედგა ელექტრონული ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების’’ ფონდიდან 15 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული პროექტის მომსახურების შესყიდვაზე 12 800 ლარით გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც ბოლნისში ჩამოვიდა ობიექტის შესასწავლად.

,,ერთკვირიანი პროცედურები სჭირდება დოკუმენტაციის დაზუსტებას და ხელშეკრულების გაფორმებას. გამარჯვებულმა კომპანიამ ოპერატიულად  შეისწავლა სიტუაცია, წინასწარ შემოგვთავაზა ვარიანტები,  შემდეგ შეხვედრაზე შევჯერდებით და გადაწყვეტილების მიღებისთანავე მოხდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, განისაზღვრება სამშენებლო თანხა და განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა’’, – აცხადებს ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე კორძაძე.

,,დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცხადდა ტენდერი კინოთეატრთან დაკავშირებით, ავწონ-დავწონეთ და გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა, თანხა 12700 ლარია და ჩვენ პირდაპირ 10900  ლარით (დღგ-ს გარეშე) მივიღეთ მონაწილეობა. იყო ერთი კონკურენტი, რომელსაც ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღია და დავრჩით ჩვენ’’,- განაცხადა საქ-პროექტ არქიტექტურის გენერალურმა დირექტორმა ლერი გელენიძემ.

საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის დასრულების შემდეგ სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე ბოლნისს თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი კინოთეატრი ექნება.

Share.

Leave A Reply