თეატრალური ფესტივალის კვირეული გრძელდება

0

11081535_765191433595601_1611212823_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის „სახილველის“ ფარგლებში დღეს სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. იზო ნიავაძის რეჟისორობით დადგმული „თავფარავნელის ბალადა“ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა „საზღაპრეთმა“ წარმოადგინა.

„ბოლნისელმა მაყურებელმა იხილა თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ბავშვთა და მოზარდთა თეატრ „საზღაპრეთის“ სპექტაკლი „თავფარავნელის ბალადა“. ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ამ ბავშვების მოხვედრა უკავშირდება იმას, რომ თვრამეტი წლის წინ საცხოვრებლად თბილისში მომიწია გადასვლა. გამიჭირდა თეატრის გარეშე ცხოვრება და ჩემი შვილების კლასში  ჩამოვაყალიბე დასი, რომელსაც „საზღაპრეთი“ დავარქვი. მალე კლასის თეატრმა მთელი სკოლის ბავშვები გააერთიანა. 2004 წელს კი ბოლნისში დავბრუნდი და ბავშვთა თეატრის აღორძინება დავიწყე, რადგან ორივე თეატრს ერთი რეჟისორი ჰყავს, ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრს „საზრაპრეთი-2“ ვუწოდე. მას შემდეგ თბილისელი და ბოლნისელი პატარა მსახიობები ხშირად აწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, 10 წელია მეგობრობენ, ხშირად ეხმარება ბოლნისის კულტურის სახლი თბილისის 124-ე საჯარო სკოლის თეატრის ჯგუფს, ბავშვები ფესტივალის შემაჯამებელ ღონისძიებაზეც მიიღებენ მონაწილეობას“, _ აღნიშნა  რეჟისორმა იზოლდა ნიავაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალ „სახილველის“ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, რომელიც 8 აპრილს ბოლნისის ბავშვთა თეატრის დაარსებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებით დასრულდება.

თეატრალური ფესტივალის მიზანია სტიმული მისცეს მოსწავლე-ახალგაზრდობას, რათა აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით საქმიანობაში. ხელი შეუწყოს მოზარდების ხელოვნებით დაინტერესებას და ეთნიკური უმცირესობის მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობას ბოლნისის მუნიციპალოტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში.


Share.

Leave A Reply