ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს 1 იანვრიდან რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ

0

372015 წლის 1 იანვრიდან, პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან, გადამუშავება-დისტრიბუციასთან, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებასთან, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ნებისმიერ სერვის-ცენტრში. რეგისტრაციისას სავალდებულოა ზუსტად იყოს მითითებული საქმიანობის სფერო და საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი მისამართი.
პირი, რომელიც ეწევა ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობას და არ გაივლის შესაბამის რეგისტრაციას 500 ლარით დაჯარიმდება და შეუჩერდება საწარმოო პროცესი.
2010 წლიდან რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება, ბიზნესოპერატორს , რომლის საქმიანობაც სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან დისტრიბუციასთან, პირველად წარმოებასთან არის დაკავშირებული. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ„სურსათის/ცხოველის ,საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი” ან ეწვიეთ ვებგვერდს nfa.gov.ge


Share.

Leave A Reply