ველოტური „საქართველო მშვიდობისათვის“

0

11028119_10153096299077230_1595651672_o

25 თებერვალს მსოფლიო ველომოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის „საქართველო მშვიდობისათვის“ მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 მარტს დასრულდება და საქართველოს 50-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოიცავს. მეორე ეტაპის ფარგლებში კი , რომელიც 2014 წლის 20-25 დეკემბერის ჩათვლით  გაიმართა, ველოტურის ორგანიზატორმა  საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ყველა ერთისათვის“ თავმჯდომარე ნოდარ ბერიძემ თბილისი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრებს მოიარა.

დღეს ტურნირის ფარგლებში ნოდარ ბერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს დავით შერაზადიშვილს,, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ნუკრი ანდრიაძეს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ველოსიპედისტი გამგეობის სხდომათა დარბაზში ნორჩ სპორტსმენებსაც შეხვდა და   მსოფლიო ველომოგზაურზე,  ველოტურის მისიასა და მიზნებზე ისაუბრა.

ნოდარ ბერიძე, ველომრბოლელი, საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ყველა ერთისათვის“ თავმჯდომარე:

– ეს არის ერთთვიანი ველოტური „საქართველო მშვიდობისათვის“, რომელიც  მოსამზადებელი ეტაპია 1-5 მაისის საერთაშორისო მასშტაბური ველოგარბენისა თბილისი-სამაჩაბლო და აფხაზეთის საზღვრებამდე, ეს არის ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, მხარდაჭერის მოპოვება მათგან ეგრეთ წოდებული სახალხო დიპლომატია.

დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

– დღევანდელი ტურის ფარგლებში, ველოტურით გვესტუმრა ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერი და ახლო მეგობარი ნოდარ ბერიძე. ის მოითხოვს საზოგადოების აქტიურ მხარდაჭერას და ახალგაზრდების ჩართულობას.

მასშტაბური ველომარათონები საქართველოში 2014 წლიდან დაიწყო და პირველი ველოტური „ყველა მშვიდობისათვის“ 24 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში განხორციელდა, მოიცვა 5 000 კმ-ზე მეტი და 22 საოლქო ქალაქი, თუმცა ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო, ტურნირში მონაწილეობა მხოლოდ ნოდარ ბერიძემ მიიღო.

ველოტურის ძირითადი მიზანია:

  1. მსოფლიოში ყველა პრობლემების ომის გარეშე მოგვარების მოწოდება.
  2. ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა.
  3. ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია
  4. ფართო საზოგადოებისათვის ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიის და მიღწევების გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურები მოიწონა და დალოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

11054558_10153096301882230_668902120_o


Share.

Leave A Reply