დარეჯან ჩხეტიანის ინიციატივით მორიგი საქველმოქმედო აქცია მოეწყო

0

11047255_423600921136448_1176199036_nსაერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,კეთილი სამარიტელი’’ საქართველოს მუნიციპალიტეტებში აგრძელებს აქციას – საჩუქარი ყველა პატარას. გამონაკლისი არც ბოლნისი აღმოჩნდა და უკვე მეორედ, კულტურისა და დასვენების პარკში 180 საჩუქარი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა პარლამენტარ დარეჯან ჩხეტიანის ინიციატივით გადასცა.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბავშვები ეკონომიკურად სუსტი ქვეყნის პატარებს  საჩუქრებს გააზრებულად უკეთებენ და სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით ხდება მათი გადანაწილება.

,,ჩვენ დაგვიკავშირდა ქალბატონი დარეჯან ჩხეტიანი და ბავშვების მობილიზაცია მისი დამსახურებაა. სამომავლოდ ვგეგმავთ შევისწავლოთ ბოლნისში ბავშვების რაოდენობა, რათა ყველა მათგანმა მიიღოს კეთილი სამარიტელი საჩუქარი”,- აცხადებს ორგანიზაციის საქართველოს კორდინატორი მერაბ ორაგველიძე.

ბავშვებს დაურიგდათ სათამაშოები, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები, წიგნები, ტკბილეული და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები. საჩუქრები დაკომპლექტებული იყო ასაკისა და სქესის მიხედვით.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია“, – ამბობს პატარა ამირან მიქელაძე.

,,უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ დარეჯან ჩხეტიანს, ღონისძიების ყველა ორგანიზატორს, ძალიან გახარებულები არიან ჩვენი პატარები“, –  აცხადებს მშობელი ხათუნა გასვიანი.

,,მე, როგორც ბოლნისის წარმომადგენელი პარლამენტში, ვცდილობ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები გავახარო მსგავი აქციებით და არამარტო პატარები, თუკი რამე შესაძლებლობა მექნება, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი. მინდა ვუთხრა ჩემს ბოლნისელებს, რომ ძალიან მიყვარან და ვუსურვო სიკეთე, ერთმანეთის სიყვარული და გამძლეობა“, -აცხადებს დარეჯან ჩხეტიანი.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ,,კეთილი სამარიტელის” კოორდინატორის განცხადებით, ბოლნისში მსგავსი სახის ღონისძიება კვლავ ჩატარდება.


Share.

Leave A Reply