დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცახდებით, მოქალაქეთა მღელვარება, რომ მედიკამენტების ფასების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდებოდა და ხელმისაწვდომობა შემცირდებოდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. უწყების ხელმძღვანელი ფარმაცევტულ კომპანიათა მხრიდან მედიკამენტებზე ფასდაკლების ინიციატივას გამოეხმაურა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯი უწოდა. „მოსახლეობაში იყო მღელვარება, რომ მედიკამენტებზე მიწვდომადობა გაუარესდებოდა, რაც არ მოხდა. რამდენიმე კომპანიამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯი გადადგა. ორ კვირაზე მეტია, რაც „სახალხო აფთიაქი“-ს ქსელი მნიშვნელოვან აქციას ატარებს რამდენიმე ათეულ, მათ შორის სტრატეგიულ ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო მედიკამენტებზე, რასაც ცალსახად მივესალმებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკო მედიკამენტების ფასების შესახებ
0
Share.