გაფრთხილება!

0

vhrciმუნიციპალიტეტის არენდატორებს, რომლებსაც მოჰყავთ საშემოდგომო მარცვლეული კულტურები, წინასწარი პროგნოზირების საფუძველზე  გაცნობებთ,  რომ საშემოდგომო ხორბლის ნათესებში, საძოვრებზე, ხეხილის ნარგავებში, დაუმუშავებელი ნაკვეთის ნაპირებზე შეიმჩნევა ჩვეულებრივი მემინდვრიას სოროები. საყურადღებოა, რომ მემინდვრიები ყამირიდან ნათესებისკენ მასიურ მიგრაციას იწყებენ, მაშინ როცა ჯეჯილი 5-10 სანტიმეტრს მიაღწევს.

მღრღნელების წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა დამზადდეს მოშხამულ-მისატყუარი მასალა. მისატყუებლის დამზადების გამოცდილი ეფექტური რეცეპტი ასეთია: თუთიის ფოსფიდი 10 გ.საკვები მასალა, 380 გ.მზესუმზირის ზეთი,  გემოსთვის ამატებენ 10 გრამ შაქარს. მარილს, ხილის ესენციას.

აღსანიშნავია, რომ მღრღნელები ჭამენ მხოლოდ გემრიელ მისატყუებელს, იგი მღრღნელებისთვია არ უნდა იყოს საეჭვო, წინააღმდეგ სემთხვევაში ისინი გაანადგურებენ მოსავალს.

მოშხამულ-მოსატყუებელ მასალას 2-3 გრ. ოდენობით ათავსებენ მღრღნელის მოქმედ სოროებში,  როგორც დაუმუშავებელ, ისე დამუშავებულ ნაკვეთებზე. მზა მოსატყუებელ მასლას სოროში შევიტანთ ღრმად.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრეპარატისა, მავნე მღრღნელების წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ აგრეთვე პრეპატარები:

შტორმი, კლერატი, რომლებიც მისატყუართან ერთად არის დამზადებული, აღარ საჭიროებენ დამატებით მომზადებას.

შტორმი, გერმანული პრეპარატია და გამზადებული ბრიკეტების სახით იყიდება. პრეპარატის თითოეული აბი თავსდება მოქმედ ხვრელში. მისი განახლება ხდება 7-10 დღის შემდეგ.  როდენტიციდებთან მუშაობის დროს მკაცრად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები.

ფართობების შეწამვლამდე წინასწარ ეცნობოს მოსახლეობას და შეწამლულ ფართობზე უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი ტრაფარეტი.

ლია ბეჟანიშვილი

ს.ს.ი.პ. ქვემო ქართლის რეგიონალური

სამსახურის ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სპეციალისტი


Share.

Leave A Reply