გამწვანების სამსახური გადაბელვით სამუშაოებს ახორციელებს

0

11117797_765934390187972_1829847963_nრამდენიმე დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე გამწვანების სამსახური გადაბელვით სამუშაოებს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს ხეების ხმელი ტოტებისგან გათავისუფლებას. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ხეების კირით შეღებვა და ბუჩქების დეკორატიულად შეკრეჭვა. გამწვანების სამსახურმა  გასულ კვირას 200 ძირი ხე დარგო და კიდევ 600-მდე ხის დარგვას გეგმავს სამომავლოდ.

„გამწვანების სამსახური აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე გადაბელვით სამუშაოებს ვასრულებთ, თავის დროზე რომ მიგვეხედა, ამდენი დაზიანებები არ ექნებოდა ხეებს. რაც შეეხება ბუჩქებს, ნახევარი შეკრეჭილია და დანარჩენიც შეიკრიჭება.  ხმელი ტოტები, რომელიც  ღუმელის დასანთებად გამოდგება, გროვდება და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ურიგდება, რომლებმაც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოთხოვნით მიმართეს.“ აცხადებს  გამწვანების სამსახურის დირექტორი გიორგი ცხოვრებაშვილი

Share.

Leave A Reply