გამწვანების აქცია გრძელდება

0

11078887_833106406778770_1955679682_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული  აქცია „მწვანე მომავალი“  გრძელდება.  დღეს ეგრეთ წოდებულ გეოლოგების დასახლებაში მორიგი   აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ათეულობით წიწოვანი მერქნიანი ხე-მცენარე დაირგო.

ნერგები  ბოლნისის მუნიციპალიტეტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა საჩუქრად გადმოსცა.  ,,მწვანე მომავალი“ ბოლნისში გასულ წელს დაიწყო და აქციის ფარგლებში   ჩვენს მუნიციპალიტეტში 2050 ძირი ხე დაირგო.  ნარგავებზე პასუხისმგებლობა  და მისი შემდგომი მოვლა-პატრონობა გამწვანების სამსახურს ევალება.

გამწვანების აქციაში დღეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იღებდა მონაწილეობას. დავით შერაზადიშვილის განცხადებით,  მსგავსი ტიპის ღონისძებები მომავალშიც გაგრძელდება.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი სატელეფონო ნომრით: 153,  დარეკვა და გამწვანების აქციაში  ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


Share.

Leave A Reply