ბორდიურებისა და მოსაცდელების შეკეთება მიმდინარეობს

0

11087261_10153183094483007_941919489_o2015 წლის თებერვალში გამოცხადდა ტენდერი ქალაქში არსებული ბორდიურების და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფედერალურ გზაზე  მოსაცდელების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შეიცვლება ძველი და დაზიანებული ბეტონის ჯებირები, აღსდგება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დამტვრეულ და ამორტიზირებულ ბორდიურებს. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  ინდმეწარმე „ვახტანგ მუხაგულიშვილი“ ასრულებს, რისთვისაც გათვალისწინებულია 41 000 ლარი.

პარალელურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ფედერალურ გზაზე არსებული მოსაცდელების სარეაბილიტაციო სამუშაოები,  შეიცვლება დაზიანებული სკამები, მთლიანად შეიღებება და კარბოლუქსის სახურავით გადაიხურება მოსაცდელები. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გზამშენი 2014“ ასრულებს და  ბიუჯეტიდან გამოყოფილია 12800 ლარი.


Share.

Leave A Reply