ბოლნისში თეატრალური ფესტივალი დაიწყო

0

11103863_763609693753775_205382623_n,,სახილველი“ – ასე ეწოდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალს, რომელიც 27 მარტს ბოლნისის კულტურის სახლში საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალში მონაწილე ბავშვთა თეატრი, თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი, საჯარო და კერძო სკოლები შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებს წარუდგენენ მაყურებელს.

თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 8 აპრილამდე გაგრძელდება და ბოლნისის ბავშვთა თეატრის დაარსებიდან  35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებით დასრულდება.

„გაიხსნა თეატრალური თესტივალი ბოლნისში, რომელიც გასტანს 8 აპრილამდე.  რვაში კი ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან  მოეწყობა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მამაო გადაიხდის  პარაკლის, კვირეული დაგვირგვინდება კულტურის სახლში ბოლნისის ბავშვთა თეატრის საიუბილეო ღონისძიებით. დღეიდან საფუძველი ჩაეყარა თეატრალურ ფესტივალს,   რომელიც ტრადიციად  იქცევა და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბურ  სახეს შეიძენს. ჩვენ ამით გამოვეხმაურებით და ხმას შევუერთებს მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებას. აღსანიშბნავია, რომ ბოლნისის ბავშვთა თეატრის არსებობა 35 წელს ითვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ვულოცავ თეატრს იუბილეს და ვუსურვებ წარმატებებს“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

თეარტალური ფესტივალის გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.

,,თითქმის ორი თვეა ქვემო ქართლში ყოველდღიურად ტარდება სახადასხვა სახის კონკურს-ფესტივალები, ყოველდღიურად ეწყობა შემეცნებითი სახის შეხვედრები, გამოფენები და ა.შ. საზოგადოება აქტიურადაა ჩართული  კულტურულ ცხოვრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  მიხარია ამდენ  ნიჭიერ ბავშვს რომ ვხედავ ერთად. კულტურული ცხოვრების გააქტიურება იქნება სტიმული ჩვენი მხარის წინსვლითვის“,- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა.

თეატრალური ფესტივალის მიზანია სტიმული მისცეს მოსწავლე-ახალგაზრდობას, რათა აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით საქმიანობაში. ხელი შეუწყოს მოზარდების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებასა და ეთნიკური უმცირესობების მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ბოლნისის კულტურის სახლის თეატრალური ხელოვნების მიმართულების- ხელმძღვანელი შოთა მერკვილაძე,  ბავშვთა თეატრის ,,საზღაპრეთი-2“-ის რეჟისორი იზო ნიავაძე,   კულტურის სახლის მენეჯერი ეთერ ხომასურიძე და სამხატვრო ხელმძღვანელი მაია ფრუიძე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, ააიპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება.’’

11079714_763610223753722_1623101425_n 11084462_763609880420423_1036968960_n 11106284_763609580420453_1153840359_n


Share.

Leave A Reply