ბოლნისის №1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე პრეზენტაციას წარადგენს

0

522142_433199293506077_1941506681987846838_n14 მარტს ილიას უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ბოლნისის №1 საჯარო სკოლის X და XI კლასების მოსწავლეები ორი პროექტის პრეზენტაციას წარადგენენ. „მწვანე ნათება“ და „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“, ასე ჰქვია პროექტებს, რომლებზეც მოსწავლეები ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებთან ერთად ოთხი თვეა მუშაობენ და საკუთარ ნამუშევრებს საქართველოს ხუთ საუკეთესო სკოლას შორის ხვალ ჟიურის წინაშე წარადგენენ.

„ჩვენი სკოლის პედაგოგების თინათინ ფრუიძისა და ლელა გელაძის დიდი ძალისხმევის შედეგად  მოვხვდით საქართველოს იმ ხუთ უძლიერეს სკოლათა რიცხვში, რომელთაც წილად ხვდათ პატივი, მონაწილეობა მიიღონ და წარმოადგინონ საკუთარი პროექტი 14 მარტს ილიას უნივერსიტეტში  მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული. ჩვენი პროექტის სახელწოდებაა „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პროექტ „charm raction“-ის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ჩვენს ქალაქში არსებული დაბინძურების ხარისხის შეფასება და არსებული ნაგავსაყრელისთვის რეკომენდაციის მიცემა. ამ კუთხით გამოვიკვლიეთ საკარმიდამოდან და განავსაყრელიდან აღებული ნიადაგი, შევადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.10982387_433199870172686_3701220134048998734_n

პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ უამრავი აქტივობა, დავამზადეთ ნაგავსაყრელის მოდელი, გავიღრმავეთ ცოდნა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, განვახორციელეთ კვლევები, სხვადასხვა მეთოდიკის საშუალებით ჩავატარეთ ექსპერიმენტული სამუშაოები.  შევქმენით და გავავრცელეთ ბუკლეტები მოსახლეობის  ინფორმირებისათვის, მივიღეთ მონაწილეობა დასუფთავების აქციაში. მადლობა მინდა გადავუხადო  თანაკლასელებს აქტიური ჯგუფური მუშაობისთვის, პედაგოგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა  პროექტის განხორციელებაში. ვეცდებით საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ კონფერენციაზე ჩვენი პროექტი,  ვასახელოთ №1 სკოლა და ბოლნისი“,_განაცხადა №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ხოფერიამ.

საქართველოს ხუთ სკოლას შორის საუკეთესო პრეზენტაციის მქონეს  ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულ მოსწავლეთა ჯგუფი პროექტის ფარგლებში გერმანიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება. 14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე.

Share.

Leave A Reply