ბოლნისის ცენტრალურ სასაფლაოზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

11079754_1622995541246813_884551600_nელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გევა’’ ცენტრალურ სასაფლაოზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. ტერიტორია წყლის მილებით უკვე დაიქსელა, ჩატარდა  შეღობვითი სამუშაოები, ნაწილობრივ მოიხრეშა გზები. დამონტაჟდება რამდენიმე ონკანი, შეიღებება ღობე, განხორციელდება გზების დაპროფილება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს-მ სასაფლაოს რეაბილიტაცია 10 მარტს დაიწყო და აღდგომის დღესასწაულამდე დაასრულებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან  24 780 ლარით  დაფინანსდა. ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.

,,როდესაც მოხდა ტერიტორიაზე წყლის მაგისტრალის გაყვანა, იმ დონეზე დაზიანდა კლდოვანი გრუნტი, რომ დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. ამიტომ ვიხელმძღვანელეთ კანონით მინიჭებული უფლებით, 10%-ის ფარგლებში გავზარდეთ სახელშეკრულებო ღირებულება და გზის მოხრეშვის სამუშაოებზე დავამატეთ 2400 ლარი”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

Share.

Leave A Reply