ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა 38 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. კერძოდ:
— გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 1 ვაკანტური თანამდებობა;
–გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების განყოფილების უფროსის 1 ვაკანტური თანამდებობა;
— გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი 2 და უფროსი სპეციალისტის 11 ვაკანტური თანამდებობა.
— გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის აღრიცხვისა და ანგარიშგების (ბუღალტერია) განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 1 თანამდებობა;
— გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 1 თანამდებობა;
— გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2 თანამდებობა.
— ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 3 ვაკანტური თანამდებობა;
— გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 და წამყვანი სპეციალისტის 1 თანამდებობა;
— გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 ვაკანტური თანამდებობა;
— ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი და ხატისოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა;
— დაბა თამარისის, სოფელ ცურტავის და სოფელ ფარიზის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა;
— სოფლების: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა და მწყნეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა;
— სოფელ ტალავერის და სოფელ სავანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა;
— სოფლების: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი და სენების ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა;
— სოფლების: დარბაზი, ხახალაჯვარი და ჭრეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წამომადგენლის 1 თანამდებობა;
— დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წამომადგენლის 1 თანამდებობა;
— სოფლების: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი და საბერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წამომადგენლის 1 თანამდებობა;
— სოფლების: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწვერისის და ფოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წამომადგენლის 1 თანამდებობა;
— ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი და ხატავეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა.
მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზეwww.hr.gov.ge
აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 აპრილი .
ვაკანსიები ასევე გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
— ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 1 თანამდებობა.
— გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 ვაკანტური თანამდებობა; განცხადის გაკეთების ბოლო ვადა 2015 წლის 3 აპრილი.
— ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის 1 თანამდებობა. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 5 აპრილი.
კონკურსში ჩასაბარებელი სამართლებრივი აქტები შეგიძლიათ იხილოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.bolnisi.gov.ge